fbpx

კოპალა ტური

City Tour
ბათუმი

 ექსკურსიის დროს თქვენ ნახავთ:

 
  • ევროპის მოედანი, მედეას ქანდაკება;
  • ასტრონომიული საათი;
  •  სომხური ეკლესია;
  • პიაცას მოედანი;
  • წმ. ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია;
  • სანაპირო – აჭარის მთების განიმეორებელი ხედით;
  • ბათუმის ნავსადგური;
  • ალი და ნინოს მოძრავი ქანდაკება;
  • ბათუმის შუქურა;
  • ანბანის კოშკი;
  • ძველი ბულვარი – მოცეკვავე შადრევნებით;
  • საზაფხულო თეატრი.


ხანგრძლივობა – 1,5-2 სთ.

 

ბათუმის ბოტანიკური ბაღი


ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ქალაქ ბათუმის ცენტრიდან 9 კილომეტრში, მდინარე ჩაქვისწყლის შესართავს და მწვანე კონცხს შორის მდებარე სანაპირო ზოლის დაახლოებით 1 კმ სიგრძის სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი უკავია, რომელიც ზღვის დონიდან 0-220 მეტრ სიმაღლემდე ვრცელდება და არცთუ შორეულ წარსულში, მთლიანად კოლხური ტიპის ტყით (წიფელი, წაბლი, ცაცხვი) და მარადმწვანე ქვეტყით (წყავი, შქერი და სხვ.) იყო დაფარული. ბათუმის ბოტანიკური ბაღი სპეციფიკური და მრავალფეროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება. ბაღის ფლორისტული სიმდიდრე, მცენარეთა წარმოშობის მიხედვით 9 ფიტო-გეოგრაფიულ განყოფილებაშია თავმოყრილი. ბაღის კოლექცია შედგება მერქნიან მცენარეთა 2037 ტაქსონომიური ერთეულისაგან, ამათგან 104 კავკასიური წარმოშობისაა, ხოლო 1540 ტაქსონი საზღვარგარეთის სხვადასხვა ფლორის წარმომადგენელია. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს მცენარეთა ინტროდუქციისა და კონსერვაციის, ადგილობრივი ფლორის დაცვის, დეკორატიული მებაღეობისა და მეყვავილეობის, მცენარეთა დაცვის, მეხილეობა–სელექციის, ეკოგანათლებისა და ტურიზმის მიმართულებით. ბაღის პერსონალი ჩართულია ფუნდამენტური ხასიათის სხვადასხვა თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევით პროექტებში. ბათუმის ბოტანიკურ ბაღი სასოფლო-სამეურნეო და ბიოლოგიური ცოდნის გავრცელების მნიშვნელოვანი კერაა. მას კავშირი აქვს 140-ზე მეტი ქვეყნის ბოტანიკურ ბაღთან, უნივერსიტეტებთან და სხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, რომლებთანაც გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. ბოლო პერიოდში ბაღმა განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ვიზიტი და საქმიანი შეხვედრა. 1998 წლიდან ბათუმის ბოტანიკური ბაღი მსოფლიოს ბოტანიკური ბაღების მცენარეთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს (BGCI) წევრი გახდა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოს ბოტანიკურ ბაღებთან ურთიერთთანამშრომლობის, სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლისა და ბოტანიკური ბაღების ერთიანი სტრატეგიული მიმართულებით მუშაობის თვალსაზრისით.

სარფისა და გონიოს ტური

საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი, საკონტროლო-გამტარი

პუნქტი „სარფი“.

ანდრია პირველწოდებულის ჩანჩქერი, ქანდაკებითურთ.

გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე და მუზეუმი ამ პირველი საუკუნის

რომაული ციტადელში.

 

მახუნცეთის შესანიშნავი ჩანჩქერი

მახუნცეთის ჩანჩქერი – აჭარის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი. ეს არის ტყის ველური სილამაზისა და მთის მდინარის სიშლეგის შერწყმა. რთულია ენით აღწერო 50 მეტრის სიმაღლიდან წყლის საოცარი ვარდნა. აქ თქვენ შეგიძლიათ არა მარტო ხედებით დატკბეთ, არამედ იბანაოთ კიდეც – წყალი კრისტალურად სუფთა და გრილია. ასევე, გავთ შანსი გადაიღოთ ფანტასტიკურ ფოტოები.

თამარ მეფის პერიოდის თაღოვანი ხიდი

მსგავსი ხიდები შენდებოდა კლდის ნამტვრევი ქვებისაგან, რომლებსაც ამაგრებდნენ კირისა და კვერცხის გულისაგან შექმნილი ბათქაშით. თქვენ ნახავთ როგორ ჰარმონიულად ერწყმის თაღოვნად ნაშენები ხიდები მთის პეიზაჟებს, მოისმენთ ხიდების მშენებლობისა და თამარის მეფობის ხანის ისტორიას. არც ისე შორს მდინარის ნაპირზე, შეგიძლიათ მიიღოთ მზის აბაზანები. ასევე შეგიძლიათ გაერთოთ 6 მეტრიანი ხიდიდან მდინარეში ხტომით.

ტური მაჭახლის ხეობაში.

გზა ბათუმიდან საბოლოო წერტილამდე – სოფ. ზედა ჩხუტუნეთამდე, მაჭახლის ხეობის გავლით შეადგენს 37 კმ.
ფოტო-შეჩერება აჭარისწყლისა და ჭოროხის შესართავთან.
სოფელი მირვეთი მდ. ჭოროხის სანაპიროზე, კოლხური ბზის უნიკალური ხეივნით გავლით მივდივართ ულამაზეს ჩანჩქერამდე.
მე-18 საუკუნის მაჭახლის თოფის ქანდაკება სოფელ მაჭახლისპირში.
მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი სოფელ სკურდიდში.
თამარის თაღოვანი ხიდი სოფელ ცხემლანაში.
კასკადური ჩანჩქერი გზად სოფელ ზედა ჩხუტუნეთისაკენ.
ბოლო წერტილი, ზედა ჩხუტუნეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.